circle Programmes
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.
GAU აერთიანებს 2,000-მდე სტუდენტსა და 250-მდე ლექტორს 5 სხვადასხვა ფაკულტეტზე:
GAU გამოირჩევა ინოვაციებით, მათ შორისაა რაოდენობრივი ფინანსების (QUANTS) პროგრამა და ბიზნესის ანალიტიკის მძლავრი კომპონენტი მარკეტინგის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, პირველი იურიდიული კლინიკა საქართველოში, ულტრათანამედროვე IT ლაბორატორია - ჯეოლაბი, პროფესიული ინგლისური ენის სწავლება ყველა ფაკულტეტზე, სხვადასხვა სტარტაპ პროგრამები და კონკურსები.
GAU-ს ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ეზო და ავტოსადგომი საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. GAU მუდმივად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და აღჭურვილობას, როგორიცაა მაგალითად GAU-ს კომპიუტერული ლაბორატორიები.
ბიზნესის სკოლა GAU-ში ბიზნესის ადმინისტრირების 180 კრედიტიან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,800* ლარს. GAU-ში ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან 180 კრედიტიან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,800* ლარს.
*გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
GAU-ს გუნდი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება, რომლებიც ზედმიწევნით ფლობენ საგანს, აქვთ სამეცნიერო ნაშრომები ამ მიმართულებით და/ან არიან სფეროში მომუშავე მოწინავე პრაქტიკოს-პროფესიონალები.
გამოცდილი ლექტორები სტუდენტებისთვის მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიან. GAU-ს პროფესორები ქართველ მეცნიერთა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნებიან, რომელთა სამეცნიერო სტატიებსაც საერთაშორისო რეცენზირებადი იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალები აქვეყნებენ. GAU-ს საპატიო დოქტორთა შორის არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერები, აშშ-ისა და ევროპის ლიდერი უნივერსიტეტების პროფესორები. GAU-ში მოქმედ კვლევით ცენტრებში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ლექტორებთან ერთად სტუდენტებიც ეწევიან.
travel_explore Read from gau.edu.ge on 13 Aug 2026. Check with the university before you rely on a date or a figure.